სიახლეები

დირსი კორონავირუსთან საბრძოლველად 200,000 ლარს გამოყოფს

კომპანია „დირსი“ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.

„კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი გადაირიცხა ფონდში #stopcov, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნდა. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.

დირსი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტი და ყველაზე მასშტაბური დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია, როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოში.

 



სიახლეები
11
Oct, 2018

,,დირსის’’ 6 ახალი სივრცე

 ეწვიეთ “Start in Georgia 2018”–ს და მიიღე ინფორმაცია ჩვენი ახალი პროექტის შესახებ. თქვენთვის და თქვენი ინოვაციური წამოწყებების...
14
Nov, 2018

,,დირსის’’ შეთავაზება სტარტაპერებს !

 ხარ სტარტაპერი? მაშინ დირსის ახალი პროექტი სწორედ შენთვის არის შექმნილი. თქვენი და თქვენი საყვარელი საქმისთვის მოდიფიცირებული სივრცეები, რომელიც...
09
Jul, 2018

დირსში ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა

''დირსის'' საცხოვრებელ კომპლექსში, ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა, სადაც 16-მა გუნ...
25
Sep, 2019

დირსის ინვესტორმა ბაქოში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ–ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ინ­ვეს­ტორ­მა, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ&...
08
Jan, 2018

"დირსის" საახალწლო გრანდიოზული გათამაშება

5 იანვარს, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო ...