სიახლეები

დირსის - ადგილი, წარმატებული სტარტისთვის

დეველოპერულმა კომპანიამ "ას ჯორჯია- დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. 


ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეა რეალობად აქციონ. 

„ას ჯორჯია-დირსის“ 2000 კვ.მ სივრცეში ქართული სტარტაპები ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად თვეში 1 კვ.მ. 1 ლარად 1 წლის განმავლობაში შეძლებენ. 

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის კომპანია სამუშაო სივრცის გარდა სრულიად განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. 

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი პროდუქტი, დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპების, მცირე მეწარმეებისთვის შეიქმნა და მიზანს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ახალმა სივრცემ სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საქმიანობა გაუზიარეს. 

დირსის სივრცეში 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი: სამხატვრო, სარესტავრაციო სახელოსნოები არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეკლამო სააგენტოები ტურისტული კომპანიები არტ სივრცეები ფოტო სტუდიები სამკერვალოები. 
 



სიახლეები
11
Oct, 2018

,,დირსის’’ 6 ახალი სივრცე

 ეწვიეთ “Start in Georgia 2018”–ს და მიიღე ინფორმაცია ჩვენი ახალი პროექტის შესახებ. თქვენთვის და თქვენი ინოვაციური წამოწყებების...
18
Dec, 2017

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინას“ ოფიცილური გახსნა გაიმართა

15 დეკემბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფე „კანტინა“. ახალი ობი...
09
Jul, 2018

დირსში ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა

''დირსის'' საცხოვრებელ კომპლექსში, ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა, სადაც 16-მა გუნ...
14
Mar, 2018

დედის დღე "დირსიში“  

3 მარტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, კომპანია „ას ჯორჯია-დირსიმ“ დედის დღე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის „მ...
29
Jan, 2018

“AS GROUP INVESTMENT“-ისა და "AS GEORGIA-დირსის“ დამფუძნებელს ღირსების ორდენი გადაეცა

“AS GROUP INVESTMENT“-ისა და „AS GEORGIA-დირსის“ დამფუძნებელს, შაჰინ მოვსუმოვს, რომელიც წლებია თბილისის საპატიო მოქალაქეა, აზე...