საცხოვრებელი კომპლექსი დირსის ფონდის ქველმოქმედება გრძელდება

23 დეკ 2016

როგორც იცით, 2 თვის წინ საცხოვრებელი კომპლექსი დირსის საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა. ამ ეტაპზე, ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებად, აუცილებელი პირველადი საჭიროების მქონე ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრა.

დღეს, ფონდმა, რიგით მეორე, საქველმოქმედო აქცია განახორციელა და წინასაახალწლოდ, საკვები და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტებით, რამდენიმე ოჯახი გაახარა.

ასევე, აქციის ფარგლებში, დირსის ფონდი, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსთან" ერთად, ბავშვთა სახლ ,,რწმენას" ეწვია და საკვებ პროდუქტებთან და ტკბილეულთან ერთად, ნაძვის ხე გადასცა, რომელიც პატარებთან ერთად ადგილზევე მორთეს.

დირსი ყველას ბედნიერ შობა-ახალ წელს უსურვებს და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრი ადამიანის გახარებას შევძლებთ.

სიახლეების გამოწერა
დახურვა