ეკონომია თუ საიმედოობა?

04 ნოე 2016

თითოეულ ჩვენგანს, ცხოვრებაში, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. მათ შორის, ნამდვილად აღსანიშნავია ახალი საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა.

მნიშვნელოვანიც და ამავე დროს, რთულიც. სწორ არჩევანს ვაკეთებ? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაგებას ძალიან დიდი დრო, ხშირად წლებიც სჭირდება. მაგრამ თუ სწორად შევაფასებთ, მისი პოვნა არ გაგვიჭირდება. ბაზარზე არსებული ძალიან დიდი არჩევანი, ამ პროცესს, კიდევ უფრო ართულებს. მაინც რა არის განსაკუთრებით საყურადღებო უძრავი ქონების შეძენისას?

უპირველესი მახასიათებელი მისი მშენებლობის ხარისხია. სწორედ ეს ხარისხი განსაზღვრავს საიმედოობას. ყველა ჩვენგანის ოცნებაც ხომ ის არის, რომ ჩვენი სახლი საიმედო იყოს. მშენებლობის ორი ძირითადი პრინციპი არსებობს და ამ სტატიაში ზოგადად მიმოვიხილავთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს. 

კარკასული ტიპის ნაგებობა. ასე ვუწოდოთ მშენებლობის სტანდარტულ და ყველაზე გავრცელებულ ფორმას, რომელიც მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

1. კარკასის აშენება 
2. კედლების ამოყვანა ბეტონის მზა პროდუქტებით (ბლოკები, ფილები და ა.შ.).

კარკასული ტიპის მშენებლობის უპირატესობები:

• სიმარტივე
• დაბალი ღირებულება

კარკასული ტიპის მშენებლობის უარყოფითი მხარეები:
• დაბალი სიმტკიცე
• ექსპლოატაციის საშუალო პერიოდი

ამ მეთოდის პოპულარობას სწორედ სიმარტივე და დაბალი ღირებულება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენებით არის აშენებული საქართველოში და მათ შორის, თბილისში, არსებული ნაგებობების აბსოლუტური ნაწილი.

მონოლითური კონსტრუქცია. როგორც ზემოთ ვნახეთ, კარკასული ტიპის ნაგებობა დიდი სიმტკიცით არ გამოირჩევა. მისი ექსპლოატაციის მაქსიმალური საშუალო ვადა შეიძლება იყოს 100 წელი.

განვითარების და ურბანიზაციის თანამედროვე ეტაპზე, თითქმის, ყველა ახალი საცხოვრებელი ნაგებობა მრავალსართულიანია და შესაბამისად, სიმტკიცის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ასეთ დროს, მშენებლობის კარკასული ფორმა საკმარისი აღარ არის და ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ხდება საჭირო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ კარკასული მეთოდით მაღალსართულიანი შენობების აშენება არ შეიძლება, უბრალოდ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე გააჩნია.

მონოლითური მშენებლობა ერთიანი პროცესია. ასეთ დროს, არ გამოიყენება ბლოკები ან ფილები, როგორც კარკასული მეთოდის შემთხვევაში და ნაგებობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად, ჩამოსხმულია ბეტონით.

მონოლითური მშენებლობის უპირატესობები:

• მაქსიმალური სიმტკიცე
• ექსპლოატაციის მაღალი პერიოდი

მონოლითური მშენებლობის უარყოფითი მხარეები:

• რთული ტექნოლოგიის საჭიროება
• მაღალი ღირებულება

როგორც ხედავთ, მონოლითური ტექნოლოგია ფუფუნებას წარმოადგენს. სამაგიეროდ, შენობის ექსპლოატაციის საშუალო ვადა, მინიმუმ, ორჯერ იზრდება. მას, ძირითადად, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისას იყენებენ, რაც ბევრი კორპუსის ერთდროულად აშენებას გულისხმობს.

თბილისის მაგალითზე, ასეთს, დირსის საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს, რომელიც 22 საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს. მათი მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდა, რაც მონოლითური მშენებლობის ეფექტურობის დადასტურებაა.

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ვადები ძალიან დიდია და არჩევანის გაკეთებისას გადაწყვეტილებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, მაგრამ საქმე მხოლოდ ექსპლოატაციას არ ეხება. სიმტკიცე არა მხოლოდ ვადას, არამედ მიწისძვრის წინააღმდეგ გამძლეობას ზრდის. ამ საფრთხის წინაშე, კი დაზღვეული არაფერია, განსაკუთრებით სეისმურად ისეთ აქტიურ რეგიონში, როგორიც კავკასია და საქართველოა.

ასე, რომ არჩევანი, ახლა, ჩვენს ხელშია: ეკონომია ან საიმედოობა.

 

სიახლეების გამოწერა
დახურვა