პროექტის შესახებ

უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის თანახმად, მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიან წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე. ცდილობენ რა დაამკვიდრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი“, „ხარისხიანი გარემო“, „ერთიანი ურბანული სივრცე მსგავსი ინიციატივით, 2011 წელს, საქართველოში, შემოვიდა აზერბაიჯანული კომპანია AS Group Investment, რომელმაც დააფუძნა შვილობილი კომპანია AS Georgia და 2012 წელს, დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსი Dirsi-ს მშენებლობა.

Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ინჟინერული ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ. Dirsi ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4898 ბინას დასრულებული რემონტით.

დირსის პირველი ეტაპი

2016 წლის აგვისტოში დასრულდა „დირსის“ პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 11 საცხოვრებელ კორპუსს (22 ბლოკი, 2691 ბინა). ამჟამად მიმდინარეობს და ბოლო ეტაპზეა შიდა სარემონტო სამუშაოები.

კორპუსები, რომლებიც, გამოტანილია გასაყიდად მიღებულია ექსპლუატაციაში და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

თითოეულ კორპუსსა და ბლოკს, მიუხედავად ბინის ჩაბარების მდგომარეობისა, აქვს ინდივიდუალური:

  • ცენტრალური წყალმომარაგების სარეზერვო სისტემა (თითოეულ ბლოკს აქვს ინდივიდუალური 20-40 ტონა წყლის სარეზერვო სისტემა)
  • ცენტრალური, დუბლირებული ჰიდროფორების სისტემა (წყლის დაბალი წნევის შემთხვევაში წყალი მოსახლეობას მიეწოდება ჰიდროფორების მეშვეობით)
  • დუბლირებული ცენტრალური ელექტრო ენერგიის სისტემა (დუბლირებული ტრანსფორმატორები და ავტომატური სარეზერვო ტრანსფორმატორების სიტემა (დაზიანების შემთხვევაში სარეზერვო სისტემა ირთვება ავტომატურად))

დირსის მთელ ტერიტორიაზე მოწყობილია:

  • ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
  • შიდა ეზოები და საბავშვო მოედნები
  • პროექტის დასრულებულ ნაწილში არის 4 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა. დასრულებულ პროექტში, ჯამში მოეწყობა 20 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა
  • ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი: „ინგლისური სამყარო დირსიში“
  • პროექტის დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე იქნება: სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ტიპის სპორტული და გასართობი ცენტრები, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა მრავალი ობიექტი, რაც საჭიროა ქალაქისთვის
სიახლეების გამოწერა
დახურვა