სიახლეები

საცხოვრებელი კომპლექსი დირსი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის, „არქიტექტურული პრემია 2016“-ის დაჯილდოება გაიმართა.

ჩვენ გვეამაყება, რომ საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგი „ას გრუპ ინვესტმენტი“ (AS Group Investment) აღნიშნული ღონისძიების სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა, საქართველოში, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი დეველოპერული პროქტის - დირსის რეალიზებისთვის. 
საცხოვრებელი კომპლექსი დირსის მშენებლობას „ას გრუპ ინვესტმენტის“ შვილობილი კომპანია, „ას ჯორჯია“ (AS Georgia), ადგილობრივი, საკუთარი წარმოების სამშენებლო მასალებით ახორციელებს. თბილისის ახალი უბანი 46 ჰექტარ ფართობზე შენდება.

არქიტექტურული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისაა და მასში ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასზე მეტი ნამუშევრიდან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

არქიტექტურული პრემია ენიჭებათ მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს, შესაბამის სფეროში რეალიზებული ან დაგეგმილი საუკეთესო პროექტებისათვის.

„არქიტექტურული პრემია 2016“-ის პროფესიული საბჭო ობიექტურად აფასებს, როგორც თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონეს, ისე ახალ, აქტუალურ ტენდენციებს ამ დარგში.

კონკურსი „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“, ჟურნალი „სტილის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.



სიახლეები
26
Oct, 2017

"AS Georgia-ს“ დამფუძნებელი "თბილისის საპატიო მოქალაქეების“ სიაშია

26 ოქტომბერს, ქ.თბილისის მერიის ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის - „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენ...
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...
25
Sep, 2019

დირსის ინვესტორმა ბაქოში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ–ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ინ­ვეს­ტორ­მა, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ&...
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...