სიახლეები

დეველოპერული კომპანიის AS GEORGIA-DIRSI თანაპარტნიორობით, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი WFTGA Convention 2019 გაიმართა.

5 დღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ეწვია.

აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის მეტად მნიშნვნელოვანი ღონისძიებაა, ის მიზნად ისახავს საქართველოში ტურიზმის დონის ამაღლებასა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას.

კონგრესის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან.

საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტის ქეთი მელაძის განცხადებით, მიმდინარე კონგრესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მოწვეული 300 დელეგატი მომავალში ჩვენს ქვეყანასა და კულტურას დიდ რეკლამას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია საერთაშორისო კონგრესს ორ წელიწადში ერთხელ მართავს.



სიახლეები
19
Apr, 2018

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

14 აპრილს, AS Georgia-დირსის პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ “ გაიმართა. ისნის რაიონში&nb...
11
Sep, 2018

,,დირსის’’ სოციალური პასუხისმგებლობა

ისნის რაიონის მაჟორიტარის, ნინო ლაცაბიძის ბიუროში პარლამენტის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თანადგომით გრძელდება სოციალურად დაუცველი ბავშვების მომზადება ი...
29
May, 2018

"დირსმა“ მასშტაბურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა

27 მაისს დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ევროკავშ...
18
Dec, 2017

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინას“ ოფიცილური გახსნა გაიმართა

15 დეკემბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფე „კანტინა“. ახალი ობი...